
ქალების მიერ შექმნილი საწარმოები საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია, თუმცა მთლიანობაში, ქვეყნის ბიზნეს-გარემო კვლავ მეტწილად კაცების ასპარეზია. ქალთა მფლობელობაში მყოფი ბიზნესი ყოველწლიურად დარეგისტრირებული ახალი საწარმოების მესამედზე ნაკლებს შეადგენს. საქსტატის მონაცემებით, ქართველი ქალების 59.5 პროცენტი სამუშაო ძალის მიღმაა დარჩენილი, რაც ეკონომიკისთვის და შრომის ბაზრისთვის დაკარგული მნიშვნელოვანი რესურსია.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროგრამა სწორედ ამ კომპლექსურ გამოწვევებს ეხმიანება. მეწარმე ქალთა პროგრამა უპრეცენდენტო დახმარებაა ქალების მიერ შექმნილი ორასამდე დამწყები საწარმოსთვის, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნეს-გარემოში თამაშის წესებს შეცვლის და მეწარმე ქალებს ბიზნესის სამყაროში გამარჯვებას ასწავლის.