2026 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით ერთწლიან და სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოკითხული იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 4%-6%-ისა და 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ, მნიშვნელოვნად მომატებულია.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია სამწლიან პერიოდზეც. ერთი მხრივ, მონაწილეთა იმ რაოდენობამ, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%- ის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ, მოიმატა. მეორე მხრივ, შემცირდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების შედარებით დაბალ ინტერვალში ზრდას მოიაზრებენ, კერძოდ, 0%-2%-ის, 2%-4%-ისა და 4%-6%-ის ინტერვალში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში ასევე მომატებულია. ერთი მხრივ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად, 6%-8%-ისა და 2-4%-ის ინტერვალში ფიქრობენ. მეორე მხრივ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილებას უფრო დაბალ ინტერვალში, 0%-2%-ისა და 0%-ის ირგვლივ ელოდებიან, შემცირდა.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20%- 30% ის შუალედსა და 30%-ზე მეტად ელოდებიან, გაზრდილია. ამავდროულად, რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების უცვლელად შენარჩუნებას ელოდებიან შემცირებულია.