LIVE

9 თვეში ავტოპარკს 10 000 ელექტრომობილი შეემატა, ნახევარზე მეტი Tesla-ა

18 ნოე 202616:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 106
9 თვეში ავტოპარკს 10 000 ელექტრომობილი შეემატა, ნახევარზე მეტი Tesla-ა

თიბისი კაპიტალის თანახმად, წელს 9 თვეში საქართველოს ავტოპარკი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რიცხვი 2 მილიონს აჭარბებს. თუმცა პირველად რეგისტრირებული ავტომობილების რიცხვმა ამ პრიოდში 129.6 ათასი შეადგინა, რაც წლიურად მხოლოდ 1.8%-იანი ზრდაა.

აღსანიშნავია, რომ ახლად რეგისტრირებული ავტომობილების საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად შემცირდა და 6.9 წელი შეადგინა, ხოლო ამ მაჩვენებელში 5 წლამდე ასაკის ავტომობილების წილი 38%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2025 წელს 28% იყო. 

ამასთან, ახლად რეგისტრირებულ ავტომობილებში ელექტრომანქანების წილი, 2025 წლის 5%-თან შედარებით, 9%-მდე გაიზარდა, რაც 10 ათას ელექტრომობილს აჭარბებს და ორჯერ აღემატება შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს.

"ბენზინისა და დიზელის საწვავზე ფასების ზრდამ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ელექტრომანქანების პოპულარობის ზრდას შეუწყო ხელი," მიიჩნევს თიბისი კაპიტალი.

უშუალოდ ელექტრომობილების ავტოპარკში ნახევარი აშშ-ში წარმოებულ მანქანებზე მოდის, ბრენდებს შორის 44% უკავია ტესლას, რომელიც 9 თვეში 5900 ერთეული დარეგისტრირდა. 

ბაზრის მეორე და მესამე ადგილებს გერმანული და იაპონური მწარმოებლები იყოფენ, შესაბამისად 21%-ით და 13%, მეოთხე ადგილზე კი - 11%-იანი წილით ჩინეთია.