Businessformula.ge powered by Bloomberg მასალების გამოყენების წესი
ტელეკომპანია „ფორმულა“ და მისი ბიზნესის რედაქცია, რომელიც პასუხისმგებელია Businessformula.ge powered by Bloomberg-ზე, 2020 წლიდან გლობალური ბიზნეს მედია ბრენდის, Bloomberg-ის პირველი და ერთადერთი ლიცენზირებული პარტნიორია ქართულ ბაზარზე. ამ პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიას აქვს Bloomberg-ის ნებისმიერი კონტენტის ქართულ ენაზე გავრცელების ექსკლუზიური უფლება და ასევე უფლებამოსილია, გააკონტროლოს/აკრძალოს აღნიშნული კონტენტის სხვა მედიასაშუალებების მიერ გამოყენებაც ადგილობრივ ბაზარზე.
Bloomberg-თან გაფორმებული ხელშეკრულებით, „ფორმულას“ მიერ გამოყენებული კონტენტი, სავაჭრო ნიშნები, სახელები, ლოგოტიპები, მონაცემთა ბაზა და სხვა მონაცემები წარმოადგენს Bloomberg-ის ექსკლუზიურ საკუთრებას, შესაბამისად, ტელეკომპანიის და მისი ბიზნესის რედაქციის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გამოყენებული მასალის უნებართვოდ გავრცელება სხვა მედია საშუალებების მხრიდან არღვევს როგორც „ფორმულას“, ისე Bloomberg-ის საკუთრების უფლებას.
შესაბამისად, ვებ-გვერდზე Businessformula.ge powered by Bloomberg გამოქვეყნებული ნებისმიერი მასალის სხვა ვებ-გვერდზე, ბეჭდურ თუ სატელევიზიო ფორმატში სრულად/უცვლელად გამოქვეყნება აკრძალულია. ერთადერთი მისაღები ფორმა, რომლითაც, ვებ-გვერდის რედაქციასთან შეთანხმებით, კონტენტის გარკვეული ნაწილი შესაძლოა უცვლელად იქნას გამოყენებული სხვა პლატფორმაზე, არის შემდეგი:
გარდა ამისა, ჩვენი მასალების ინფორმაციის წყაროდ გამოყენების შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები:
Businessformula.ge powered by Bloomberg-ზე გამოქვეყნებული ნებისმიერი მასალა წარმოადგენს შპს „ფორმულას“ და Bloomberg-ის საკუთრებას, რომელიც დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ ადგილობრივი კანონით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შესაბამისად, ამ ნაწილის დარღვევა გამოიწვევს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების’’ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.