LIVE

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის 50 მილიონი აქციის გაყიდვას აპირებს

04 თებ 202418:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 950
ჯეფ ბეზოსი Amazon-ის 50 მილიონი აქციის გაყიდვას აპირებს

Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი კომპანიის 50 მილიონი აქციის გაყიდვას 2025 წლის 31 იანვრამდე აპირებს. ამ რაოდენობის აქციების ღირებულება, ამჟამინდელი ფასის - $171,8-ის გათვალისწინებით, $8,6 მილიარდია.

კომპანიის ბოლო წლიური ანგარიშის მიხედვით, აქციების გაყიდვის გეგმა გასული წლის 8 ნოემბერს დამტკიცდა.

გასულ კვირას ელექტრონული კომერციის კომპანიის აქციები თითქმის 8%-ით გაიზარდა, რაც 2023 წლის ბოლო კვარტლის მოსალოდნელზე მაღალმა შედეგებმა განაპირობა. 

ჯეფ ბეზოსმა Amazon-ი 1994 წელს დააარსა. მან აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია 2021 წელს დატოვა და თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, $185 მილიარდიანი ქონებით, იგი მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანია.