LIVE

ელისაბედ II-ის Range Rover-ი აუქციონზე გაიყიდება

04 თებ 202416:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1010
ელისაბედ II-ის Range Rover-ი აუქციონზე გაიყიდება

The Loire Blue Range Rover-ი, ავტომობილი, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მონარქი, აწ გარდაცვლილი დედოფალი ელისაბედ II იყენებდა, აუქციონზე გაიყიდება.

დედოფლის მიერ გამოყენებულ ავტომობილს კომპანია Bramley Motor Cars-ი ყიდის და მისი საწყისი ღირებულება £224 850-ია. ასეთივე მოდელის ახალი მანქანის ფასი £100 000-მდეა.

გაყიდვების მენეჯერის ჯეკ მორგან-ჯონსის თქმით, მუქი საფირონის ფერი ჯიპს, რომელსაც სპილოს ძვლისფერი ტყავის ინტერიერი აქვს, გავლილი აქვს მხოლოდ 18 206 მილი (29 300კმ). ავტომობილს მოხსნილი აქვს სირენები და განათებები, თუმცა შერჩენილი აქვს დამატებითი სახელურები, რომლებსაც დედოფალი მანქანაში ჩაჯდომისა და გადმოსვლის დროს იყენებდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Land Rovers-ისა და სამეფო ოჯახის კავშირები 1951 წლიდან იწყებდა. გარდაცვლილ დედოფალს სასახლის მიმდებარედ Range Rover-ით გადაადგილების დროს ხშირად ხედავდნენ.

მორგან-ჯონსი აღნიშნავს იმასაც, რომ 2016 წელს ამ მანქანაში ისხდნენ ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე, რომლებიც სამეფო ოჯახს სტუმრობდნენ. ეს ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა იყო, როდესაც აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, სპეციალური დამცავი აღჭურვილობის მქონე Cadillac-ით არ გადაადგილდებოდა.

დედოფლის გარდაცვალების შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ავტომობილი გასაყიდად გამოიტანეს. ის მანამდე, 2019 წელს £130 000-ად გაყიდა.