ჯენსენ ჰუანგი Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა, რითაც დასრულდა მისი 33-წლიანი მმართველობა კომპანიაში, რომელიც თავად დააფუძნა.
ჰუანგის გადადგომას წინ უძღოდა დირექტორთა საბჭოზე გაზრდილი ზეწოლა სკანდალის ფონზე, რაც ჰუანგის ქორწინებისგარე რომანის გასაჯაროებამ განაპირობა, აშშ-ს მიერ ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მხილებულ ელის ჰუანგთან.
ჯენსენ ჰუანგის წასვლის შემდეგ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციას დროებით შეასრულებს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და ფინანსური დირექტორი, კოლეტ კრესი. საბჭომ დაადასტურა, რომ უკვე დაიწყო ახალი აღმასრულებელი დირექტორის შერჩევის პროცესი როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში Nvidia-მ ასევე განაცხადა, რომ დაიქირავა წამყვანი იურიდიული ფირმა, Wachtell, Lipton, Rosen & Katz-ი იმის დასადგენად, თუ რამდენად იყო ჯენსენ ჰუანგი სადაზვერვო სამსახურების სამიზნე. თუმცა, ამასობაში გაირკვა ჯენსენ ჰუანგის მეორე ქორწინებისგარე ურთიერთობაზეც - რომელიც მას New York Times-ის ინფორმაციით, უკვე კომპანიის თანამშრომელთან, კიმბერლი პაუელთან ჰქონდა.
ჯენსენ ჰუანგი Nvidia-ს 870 მილიონ აქციას ფლობს, რა დაახლოებით 3.6%-იანი წილია და 145 მილიარდ დოლარს უტოლდება. ამ მაჩვენებლით ჰუანგი Bloomberg-ის მილიადერების ინდექსში მე-13 ადგილს იკავებს.
მეორე მხრივ, ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული Nvidia-ზე იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ ის ქმნის მოწინავე ჩიპებს AI მოდელების გასაწვრთნელად, რაზეც დგანან მათ შორის, OpenAI და Anthropic. გარდა ამისა, Nvidia დედამიწაზე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა 4 ტრილიონ დოლარიანი საბაზრო კაპიტალიზაციით.