LIVE

ჰუსიტებზე აშშ-ს თავდასხმის ფონზე, ნავთობის ფასი იზრდება

05 თებ 202410:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 942
ჰუსიტებზე აშშ-ს თავდასხმის ფონზე, ნავთობის ფასი იზრდება

ნავთობის ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც წითელ ზღვაში ჰუსიტთა დაჯგუფებაზე აშშ-ს თავდასხმები გახშირდა.

გასული კვირაში 7,4%-იანი ვარდნის შემდეგ, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $78-მდე გაიზარდა, West Texas Intermediate-ის ფასი კი $73-ზეა.

ამერიკელების თავდასხმა ჰუსუტთა დაჯგუფებაზე გასული კვირის შემდეგ გააქტიურდა. ამის მიზეზი სირიის საზღვართან ახლოს ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმა გახდა, რის შედეგადაც რამდენიმე სამხედრო დაიღუპა.

გასული შაბათ-კვირის თავდასხმები ამ დრომდე ყველაზე ძლიერი და მასშტაბური იყო. ის ემსახურება წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ გემებზე თავდასხმის განეიტრალებას და სავაჭრო გემების უსაფრთხოდ მიმოსვლის აღდგენას.

იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები ოქტომბერში, ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, გააძლიერეს. ამის გამო, ბევრმა კომპანიამ ამ მარშრუტის გამოყენებით გადაზიდვებზე უარი თქვა.