LIVE
სულ მოიძებნა 116 შედეგი
search
/uploads_script/articles/2023/10/26/thumb_dbvojbgc6500hns.jpg
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) რეფინანსირების განაკვეთის ზრდის სერია დაასრულა და მისი 4%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.  ECB-მა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2022 წლის ივლისში დაიწყო. ზედიზედ 10-ჯერ გაზრდის შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთი რეკორდულ 4%-მდე გაიზარდა.  ბანკის გადაწყვეტილება ინფლაციის შემცირებას უკავშირდება. გასულ თვეში ევროზონის წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა, რაც 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.  ECB-ის დღევანდელი გადაწყვეტილება ემთხვევა მსოფლიოში სხვა მსხვილი ბანკების გადაწყვეტილებას. ინგლისის ბანკმა, შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა და აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთები ასევე არსებულ დონეზე შეინარჩუნეს. 
26 ოქტ 202318:00
/uploads_script/articles/2023/07/27/thumb_y8zhpmzqpzgn375.jpg
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა.  ზედიზედ მეცხრე ზრდის შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 3.75%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ECB-ის გადაწყვეტილება თანხვედრაშია ეკონომისტების მოლოდინებთან.  მარეგულირებელს არ გაუკეთებია მინიშნება, თუ რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებს სექტემბერში, რაც მიანიშნებს, რომ განაკვეთი შესაძლოა გაიზარდოს ან უცვლელი დარჩეს. ეს დამოკიდებული იქება იმაზე, თუ რამდენად დარწმუნებული იქნება ცენტრალური ბანკი, რომ ინფლაცია 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს უბრუნდება. გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ ევრო დოლართან მიმართებით გამყარდა. აღსანიშნავია, რომ გუშინ აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ასევე 25 საბაზო პუნქტით გაზარდა. შედეგად, განაკვეთი 5.25-5.5%-მდე გაიზარდა, რაც 22 წლის განმავლობაში, უმაღლესი ნიშნულია.
27 ივლ 202316:40
შედეგის გაფილტრვა
გასუფთავება