LIVE

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში 30 საათიანი სასერტიფიკატო კურსი დაიწყო

07 თებ 202412:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 1674
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში 30 საათიანი სასერტიფიკატო კურსი დაიწყო

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთათვის 30 საათიანი სასერტიფიკატო კურსი წარმატებით დაიწყო.

კურსის ფარგლებში, დამსწრეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა კორპორაციული მდგრადობის შესავალი, ეთიკური ლიდერობა, მდგრადი კორპორაციული მმართველობა, მდგრადობა გარემოსდაცვით და სოციალურ ჭრილში, ევრორეგულაციები და გავლენა საქართველოს ბაზარზე და სხვა.

ლექციებს ესწრება მცირე და საშუალო ბიზნესის 15 წარმომადგენელი სხვადასხვა სექტორიდან.

აქტივობა ხორციელდება USAID/Georgia-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობასთან თანამშრომლობით.

(R)