LIVE

2021 წლის შემდეგ, Lenovo-ს აქციები ყველაზე მეტად დაეცა

03 თებ 202413:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 926
2021 წლის შემდეგ, Lenovo-ს აქციები ყველაზე მეტად დაეცა

Lenovo-ს აქციები მიმდინარე კვირაში 13%-ზე მეტით დაეცა, რამაც ჯამში $1,8 მილიარდი შეადგინა. ეს კომპანიისთვის 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. 

Lenovo-ს აქციების ვარდნა გამოწვეულია ინვესტორების სურვილით, რაც შეიძლება ჩქარა ჩამოშორდნენ ჩინურ კომპანიებს, რომლებსაც შესაძლოა აშშ-ის სანქციები დაემუქროს.

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული აპლიკაციების წყალობით, გასულ წელს Lenovo-ს აქციებმა 70%-ით მოიმატა, მაგრამ მიმდინარე წელს ვარდნამ უკვე 25% შეადგინა. 

"ჩინეთზე ნებისმიერი ნეგატიური სიახლე  დღეს უკვე გაყიდვას გამოიწვევს. Lenovo ეცემა აშშ-ის პოტენციურ სანქცირებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. რთულია თქვა, რომ ბაზარი ცდება", - ამბობს Union Bancaire Privee-ს მმართველი დირექტორი ვეი-სერნ ლინი.

კომპანიის აქციების ვარდნას ასევე შეუწყო ხელი კომპიუტერებზე შემცირებულმა მოთხოვნამ.