LIVE

Meta-ს კაპიტალიზაცია რეკორდულად გაიზარდა

03 თებ 202411:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1068
Meta-ს კაპიტალიზაცია რეკორდულად გაიზარდა

Facebook-ის მშობელი კომპანიის, Meta-ს კაპიტალიზაცია 2 თებერვლის ვაჭრობაში $196 მილიარდით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

კომპანიის აქციის ფასი 20%-ით გაიზარდა და ვაჭრობა ყველა დროის მაქსიმალურ ფასზე - $474,99-ზე დაიხურა, შედეგად Meta-ს  ღირებულება ახლა $1.22 ტრილიონს შეადგენს.

აქციების ფასის ზრდას კომპანიის მე-4 კვარტლის მონაცემების გამოქვეყნება უძღოდა. კომპანიამ განაცხადა, რომ აქციონერებისთვის კვარტალური დივიდენდების გახდას იწყებს. 

სილიკონის ველის წამყვან ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის Meta გახდა მეოთხე კომპანია, რომელიც აქციონერებს დივიდენდებს სთავაზობს. მსგავს პრაქტიკას Apple, Microsoft და Nvidia მიმართავენ.