LIVE

საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილების წესი უკვე ამოქმედდა

07 თებ 202411:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 2133
საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილების წესი უკვე ამოქმედდა

საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილების წესი პირველი იანვრიდან მოქმედებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერის თქმით, მითითებული წესის გამოყენება შეეძლებათ როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლების წარმომადგენლებს და აღნიშნული წესის შესაბამისად, კერძო თუ საჯარო სკოლას შეუძლია, მიმართოს მუნიციპალიტეტს, მიაწოდოს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების, მათი რაოდენობისა და მიმართულებების შესახებ, შეათანხმოს სატრანსპორტო საშუალებების ვიზუალი.

"ამის შემდეგ, მათ შეეძლებათ, უზრუნველყონ სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება. იაქტიურეთ, მოგვმართეთ და ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით, რომ იმ სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნები შევითანხმოთ, რომლითაც პატარები გადაადგილდებიან, დავარეგისტრიროთ და ავტობუსის ზოლების გამოყენება შეძლოთ", - თქვა კახა კალაძემ.