LIVE

როგორ ზრდის საერთო სამუშაო სივრცეები ჩვენს პროდუქტიულობას?

05 თებ 202418:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 556
როგორ ზრდის საერთო სამუშაო სივრცეები ჩვენს პროდუქტიულობას?

თუ შრომის ბაზარს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ სრულიად ახალ პროფესიებს, რომელთა შესახებ წლების წინ წარმოდგენაც კი არ გვქონდა. უმეტესობა მათგანი ციფრულია. დღესდღეობით არაერთ თვითდასაქმებულს შევხვდებით. ეს ადამიანები დამოუკიდებლად იღებენ პროექტებს და თავადვე წარმართავენ საკუთარ სამუშაო გრაფიკს.

პროფესიულმა სიახლეებმა სამუშაო სივრცის სპეციფიკაც შეცვალა. მოთხოვნის შესაბამისად გაჩნდა საერთო სამუშაო სივრცის იდეა, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია თანამედროვე ადამიანის საქმიანობას.

დღეს გაგაცნობთ, რას გულისხმობს საერთო სამუშაო სივრცე და როგორ გვეხმარება ეს გარემო ვიყოთ მეტად პროდუქტიულები.

რას გულისხმობს საერთო სამუშაო სივრცე

წარმოიდგინე სივრცე, სადაც თავს იყრიან სრულიად განსხვავებული პროფილის ადამიანები. მათ ყველას საერთო მიზანი ამოძრავებთ - თვითგანვითარება და საკუთარი ბიზნესის გაზრდა. საერთო სამუშაო სივრცე ამის საუკეთესო შანსია. გეძლევა შესაძლებლობა, გაიცნო ახალი ადამიანები. მათთან კომუნიკაციამ შენში იდეები შეიძლება გააღვიძოს, რომელთა ასრულებასაც ამ ადამიანებთან თანამშრომლობით შეძლებ. კავშირები ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შენაძენია, რაც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარება.

საერთო სამუშაო სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტექნიკით. ამ ტიპის რესურსების დამოუკიდებლად მოძიება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა საერთო სამუშაო სივრცის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობაა. შეხვედრების ოთახიდან დაწყებული, ხმის ჩამწერი სტუდიით დამთავრებული, აქ შენი საქმიანობისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო დაგხვდება.

შესაძლებლობები, რომლებსაც საერთო სამუშაო სივრცე გთავაზობს

როგორც უკვე მიხვდი, საერთო სამუშაო სივრცე საუკეთესო არჩევანია იმ ადამიანებისთვის, ვინც დისტანციურად მუშაობს. ამ რიგებში არიან ინფლუენსერები და ანტრეპრენერები. იგივე შეიძლება ითქვას მცირე ბიზნესების შემთხვევაშიც. მრავალფეროვანი გარემო მათ წინსვლასა და განვითარებაში ეხმარება.

თუკი ფიქრობ, რომ ამგვარი გარემო შენზეა მორგებული, შეგიძლია, ძიება ახლავე დაიწყო. იცოდი, რომ საერთო სამუშაო სივრცე თბილისში არაერთ ექსკლუზიურ სერვისს გთავაზობს?

უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ოფისი ხელმისაწვდომ ფასად

საერთო სამუშაო სივრცის უმთავრესი უპირატესობა მისი ხელმისაწვდომობაა. ოფისის ქირაობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც თვითდასაქმებულებისთვისა და  დამწყები ბიზნესმენებისთვის რთულია. პლუს უნდა გავითვალისწინოთ ტექნიკისთვის საჭირო თანხებიც. საერთო სამუშაო სივრცის ქირაობა მისი უახლესი ინვენტარით, მარტივად, ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი.

კრეატიულობისა და ინოვაციების ხელშეწყობა

როგორც უკვე ვახსენეთ, საერთო სამუშაო სივრცე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აერთიანებს. მათ შორის აზრთა მიმოცვლა კრეატიულობისა და ინოვაციების წყაროა. დინამიკური გარემო ახალ კომპანიებთან თანამშრომლობის საშუალებას გაძლევს და გიბიძგებს, შექმნა საინტერესო პროდუქტი.

სწავლისა და თვითგანვითარების შესაძლებლობა

კრეატიულობის გარდა, ახალი კავშირები თვითგანვითარებაშიც გეხმარება. გაქვს შანსი, გაიცნო სხვადასხვა დარგის პროფესიონალები, რომელთაგან ბევრი ახალი რამის სწავლაა შესაძლებელი.

მოქნილი გრაფიკი

საერთო სამუშაო სივრცე ტრადიციულ სამსახურებრივ საათებს არ ემორჩილება. ის ხელმისაწვდომია 24/7-ზე, მათ შორის, შაბათ-კვირას. გრაფიკი შენს საჭიროებებს შეგიძლია მოარგო. სურვილისამებრ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებ მუშაობას.

რა გავლენა აქვს სამუშაო სივრცეს პროდუქტიულობაზე

რაზეა დამოკიდებული ჩვენი პროდუქტიულობა? ამის შეფასება ყველაზე უკეთ შეგვიძლია იმაზე დაკვირვებით, რა დროში, რა მოცულობის საქმის შესრულებას ვახერხებთ. რა როლი აქვს ამაში ტექნიკას? თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შრომატევადი დავალებების შესრულებას სწრაფად და მარტივად ვახერხებთ. სერვისები, რომლებსაც საერთო სამუშაო სივრცე გვთავაზობს დროს გვაზოგვინებს და შესაბამისად, პროდუქტიულობას ზრდის.

როგორ გეხმარება სწორად შერჩეული ინტერიერი კონცენტრაციაში

სერვისების გარდა, საერთო სამუშაო სივრცეს ტრადიციული ოფისებისგან მისი ინტერიერიც გამოარჩევს. ერგონომიული ავეჯი, სწორად შერჩეული განათება, განტვირთვის სივრცე - ეს, ერთი შეხედვით, მცირე დეტალები ჩვენს კომფორტს უზრუნველყოფს, რაც კონცენტრაციაში გვეხმარება.

შენზე მორგებული სამუშაო საათები

გლობალიზაციამ ჩვენი სამუშაო არეალი გააფართოვა. ინტერნეტის წყალობით, დღეს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეგვიძლია დამსაქმებელს დავუკავშირდეთ და დისტანციურად ვიმუშაოთ. ამის გათვალისწინებით, უნდა ითქვას ისიც, რომ სამუშაო საათებიც განსხვავებულ სასაათო სარტყელს შეიძლება იყოს მორგებული. საერთო სამუშაო სივრცე იძლევა ფუფუნებას, გრაფიკი შენს საჭიროებებს შეუსაბამო.

რომ შევაჯამოთ, თანამედროვე ადამიანს ახალი პროფესიული საჭიროებები აქვს. რადგან ტრადიციული ოფისები მის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს, შეიქმნა საერთო სამუშაო სივრცე. მისი ინტერიერი ისეა მოწყობილი, რომ აქ დასაქმებულებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. სივრცე აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. უახლესი ტექნიკა ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ამას გარდა, საერთო სამუშაო სივრცე კავშირების შეძენის საუკეთესო საშუალებაა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყები ბიზნესმენებისთვისა და მეწარმეებისთვის.

ყველა ეს დეტალი საერთო სამუშაო სივრცეში დასაქმებულებს ეხმარება, მეტად პროდუქტიულები და კრეატიულები იყვნენ. თუ ფიქრობ, რომ ეს სივრცე შენს ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება, გვინდა გაცნობოთ, რომ თბილისის მასშტაბით უკვე არაერთი მსგავსი ადგილია, სადაც კომფორტულ გარემოში მუშაობას შეძლებ. ისღა დაგრჩენია, თავადვე გამოცადო და გადაწყვიტო, გსურს, თუ არა, გახდე ამ თანამედროვე, დინამიკური გარემოს ნაწილი.

(R)