LIVE

ევროპაში საპროტესტო გამოსვლებს ესპანელი ფერმერები უერთდებიან

07 თებ 202415:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 599
ევროპაში საპროტესტო გამოსვლებს ესპანელი ფერმერები უერთდებიან

ევროპაში საპროტესტო გამოსვლებს ესპანელი ფერმერები უერთდებიან

სხვა ქვეყნების მსგავსად, გაფიცულები ევროკავშირისგან მეტ მოქნილობას, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების პროდუქციაზე უფრო მკაცრ კონტროლს და მთავრობისგან უფრო მეტ დახმარებას ითხოვენ. 

რამდენიმე რეგიონში მათ გზები გადაკეტეს და ავტომობილების გადაადგილება შეაფერხეს. 

მიმდინარე თვის ბოლოს ფერმერები მადრიდის ცენტრში დიდ დემონსტრაციას გეგმავენ. 

ესპანელი ფერმერების მსგავსი მოთხოვნებით, გამოვიდნენ ფერმერები საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში.

დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მას სურს გააუქმოს პესტიციდების გამოყენების შემცირების გეგმა, რომელიც "პოლარიზაციის სიმბოლოდ" მოიხსენია.