LIVE

კალაძე: თბილისის ბიუჯეტი, გარდამავალი ნაშთების ჩათვლით, ₾2 მილიარდს მიაღწევს

07 თებ 202412:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2266
კალაძე: თბილისის ბიუჯეტი, გარდამავალი ნაშთების ჩათვლით, ₾2 მილიარდს მიაღწევს

თბილისის ბიუჯეტის მოცულობა, გარდამავალი ნაშთების ჩათვლით, 2 000 000 000 ლარს მიაღწევს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

მისი განმარტებით, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება.  

„თბილისის 2024 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება და შემდეგ დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს წარედგინება. ბიუჯეტში აისახება გარდამავალი ნაშთები, რომელიც შედგება ძირითადად გადაჭარბებული შემოსავლებისგან. ასევე, გარკვეული კომპონენტი გარდამავალ პროექტებზე გადმოყოლილი თანხებია. 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 1 763 000 000 ლარს შეადგენდა, ცვლილებების შედეგად კი 2 000 000 000 ლარს მიაღწევს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, მიმდინარე წელს რაიონულ გამგეობებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის, ჯამში 13 მლნ ლარი დაემატება.