LIVE

რომელი კომპანიები ყიდიან საქართველოდან რუსეთში ყველაზე მეტს - TOP-50 ექსპორტიორი

11 აპრ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 2546
რომელი კომპანიები ყიდიან საქართველოდან რუსეთში ყველაზე მეტს - TOP-50 ექსპორტიორი

რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია. წელს ოკუპანტ ქვეყანაში ექსპორტი მზარდია. იანვარ-თებერვალში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 36%-ით გაიზარდა და $92.7 მლნ შეადგინა. 

"ბიზნეს ფორმულა" დაინტერესდა, საქართველოში მოქმედი რომელი კომპანიები არიან ძირითადი ექსპორტიორები რუსეთის ბაზარზე. საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის ორ თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტის 90% მოდის 50 კომპანიაზე, როლებმაც ჯამურად რუსეთში $83.4 მილიონის პროდუქცია გაყიდეს.  

TOP-50 უმსხვილესი ექსპორტიორის ჩამონათვალი ასეთია (არაა დალაგებული რეიტინგის მიხედვით):

შპს ასკანელი ძმები, შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა, შპს კავკასიის ავტოიმპორტი,შპს ბატონო, შპს აქვა გეო,"აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი", შპს კორპორაცია ქართული ღვინო, შპს ტიფლისსკი ვინნი პოგრებ, შპს კომპანია ბესინი, შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია, სს თბილღვინო, სს სარაჯიშვილი, შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია, შპს ემენ ქემიკალ ჯორჯია, შპს ჯეოფერომეტალი, შპს ფალავანი, შპს ქართული ღვინის სახლი, შპს გიორგი 21, სს ლომისი, სს ბადაგონი, შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია, სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა, სს თელავის ღვინის მარანი, შპს "წინანდლის ძველი მარანი", შპს კახური, შპს "ღვინის კომპანია შუმი", შპს გრუზვინპრომი,შპს ქინძმარაული, შპს ყვარლის სარდაფი, შპს მარნისკარი, შპს მანგო 2016, შპს ლეგომეტალ, შპს ჰორეკა დისტრიბუტიონ, შპს იკა ფრუტი, შპს მეღვინეობა ხარება, შპს Bolero & Company, შპს ფარმექსიმი, შპს ალტრეიდი, შპს ჯი თი ემ გრუპ, შპს მმგ, შპს გეო ორგანიკს, შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი, შპს ფრეშბერი ექსპორტ, შპს GVMT Group, შპს ფრუტერა, შპს ატლანტიკ საქართველო, შპს ქართული ხილის ექსპორტი, შპს ფრუსტარ,შპს ანასეულის კომბინატი, შპს დემე.

საქსტატის მონაცემებით, ფეროშენადნობების წილი რუსეთში განხორციელებულ ექსპორტში ($32.7 მლნ) 35%-ს შეადგენს, ღვინის ($20 მლნ) 21.5%-ს, მინერალური წყლების ($9.5 მლნ) 10.2%-ს, სიგარეტების ($4.9 მლნ) 5.2%-ს, ხოლო სპირტიანი სასმელების ($4.1 მლნ) 4.4%-ს. 

  • საქართველოდან რუსეთში ღვინის მსხვილი ექსპორტიორი TOP-5 კომპანია შემდეგია: შპს ასკანელი ძმები, შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა, შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია, შპს Bolero & Company, შპს GVMT Group.
  • მინერალური წყლების ექსპორტიორების TOP-5: შპს აქვა გეო, "აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი", შპს საირმე მინერალ ვოთერს, სს წყალი მარგებელი, შპს ანაკლია.
  • სპირტიანი სასმელების ექსპორტიორების TOP-5: შპს ასკანელი ძმები, შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა, სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა, შპს GVMT Group, შპს ანასეულის კომბინატი. 

(ექსპორტიორი კომპანიები არაა დალაგებული რეიტინგის მიხედვით.)

„ბიზნეს ფორმულა“ ასევე დაინტერესდა, როგორია კომპანიების პოზიცია რუსეთის ბაზარზე დარჩენასთან დაკავშირებით იმ ფონზე, რომ დასავლური კომპანიების დიდი ნაწილი ოკუპანტ ქვეყანასთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე უარს ამბობს, თუმცა მათ უმრავლესობას საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს. 

აღსანიშნავია, რომ ქართული მეღვინეების ნაწილი, ძირითადად მცირე მარნები, რუსულ ბაზარზე უარს ამბობს და ალტერნატივის ძიებას იწყებს. "ბიზნეს ფორმულას" არყისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელ ქართულ კომპანია „ანასეულში“ განუცხადეს, რომ რუსული ბაზრის ჩანაცვლებას ცდილობენ. რუსეთის ბაზარზე უარი თქვა "თბილღვინომ". კომპანია  „სარაჯიშვილმა“ რუსეთში ექსპორტი შეაჩერა და ალტერნატიული ბაზრების ძიებაშია.

კომპანიებს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლებაზე აქტიური მუშაობისკენ მოუწოდებს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო.