LIVE

რუსეთის ბაზარი 450-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა, მაგრამ ზოგიერთი კვლავ რჩება - სია

28 მარ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1451
რუსეთის ბაზარი 450-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა, მაგრამ ზოგიერთი კვლავ რჩება - სია

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 450-ზე მეტმა კომპანიამ რუსული ბაზრის დატოვების შესახებ განაცხადა, მაგრამ ზოგიერთმა რუსეთში ოპერირება შეუჩერებლად განაგრძო.

იელის უნივერსიტეტის მკვლევრების ჯგუფმა თითოეული მათგანი ხუთ კატეგორიაში მოაქცია. ესენია:

ბაზრიდან სრულად გასვლა (174 კომპანია), საქმიანობის შეჩერება (195 კომპანია), საქმიანობის შემცირება (31 კომპანია), ახალი ინვესტიციების/განვითარების შეყოვნება (56 კომპანია), ბაზარზე დარჩენა (42 კომპანია). კომპანიების სია მუდმივად ახლდება. 

მათ შორის, ვინც ბაზრის დატოვების მოთხოვნაზე ჯერჯერობით უარს ამბობს და რუსულ ბაზარზე რჩება, არის:

Alibaba - AliExpress-ს წილი საწარმოში და წილი VK-ში;

Asus - უცნობია, რა ფორმით არის წარმოდგენილი რუსეთში;

Credit Suisse - $1-მილიარდიანი წმინდა ექსპოზიცია;

Huawei - სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ლიდერი სელერი;

Lenovo - უცნობია, რა ფორმით ოპერირებს რუსეთში, თუმცა კომპანიას ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უკავია;

Societe Generale - $20-მილიარდიანი წმინდა ექსპოზიცია და შემოსავლის 2,8%.

Turkish Airlines - უცნობია, რა ფორმით არის წარმოდგენილი რუსეთში;

Xiaomi - სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების #2 ლიდერი სელერი;

კომპანიების ნაწილი, მათ შორის, AstraZeneca, Danone, Henkel, Hilton, Hyatt, Johnson & Johnson, Marriott, Merck, Nestle, Pfizer, Philip Morris, Procter & Gamble, Sanofi, Siemens, Subway რჩებიან ბაზარზე, თუმცა ახალ ინვესტიციებს აჩერებენ.  

იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც ოპერაციები შეზღუდეს, არიან: Abbvie, Bosch, Coinbase, Goldman Sachs, HSBC, JPMorgan,  Oriflame Cosmetics, Pepsi.

ყველაზე დიდია იმ კომპანიების რიცხვი, რომლებმაც რუსულ ბაზარზე ოპერირება შეაჩერა, თუმცა შესაძლოა, ისინი მომავალში დაუბრუნდნენ რუსეთს. მათ შორის არიან: Adidas, Adobe, Alphabet, Amazon, American Express, Apple, Aston Martin, Bank of China, Bentley, Boeing, Burberry, Burger King, Canon, Chanel, Cisco, Coca-Cola, Dell, Deutsche Bank, DHL, Discover, Disney, Dunkin Donuts, Ericsson, Estee Lauder, FedEx, Ferrari, Ford, H&M, Harley-Davidson, Heineken, Hermes, Honda, HP Inc., Ikea, Intel, Jaguar, JYSK, Lego, Levi Strauss, L'Oreal, LVMH, Mango, Marks & Spencer, Mastercard, Mazda, McDonald's, Mercedes-Benz, Meta, Microsoft, Nike, Nissan, Nokia, Paypal, Prada, Puma, Samsung, Sony, Starbucks, Swatch, Toyota, Visa, Volkswagen, Volvo, Western Union, Xerox, YouTube. 

რაც შეეხება კომპანიებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ რუსეთში საქმიანობა შეწყვიტეს და სრულად გავიდნენ, არიან: Airbnb, Asos, Bolt, Booking, BP, Delta Air Lines, eBay, Etsy, Eurovision, Exxon, FIFA, Formula One, Grammarly, International Cat Federation, International Tennis Federation და სხვა არაერთი ფედერაცია, Netflix, Radio Free Europe, Rolex, Shell, Spotify, Swarovski, TripAdvisor, Uber, UEFA, Upwork და სხვები.