LIVE

მეტი ქვეყანა უნდა გახდეს "უსაფრთხო" - გერმანელი კონსერვატორები მიგრანტების წინააღმდეგ

03 სექ 202316:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1270
მეტი ქვეყანა უნდა გახდეს "უსაფრთხო" - გერმანელი კონსერვატორები მიგრანტების წინააღმდეგ

გერმანიის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" ხელმძღვანელის, ფრიდრიხ მერცის, მოწოდებით, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი კიდევ მეტ სახელმწიფოს უნდა მიენიჭოს. კონსერვატორი ლიდერის განმარტებით, ასე გერმანიის ხელისუფლებას გაუადვილდება იმ პირთა დეპორტაცია, რომელთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ. 

რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, განაცხადა, რომ  უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო და მოლდოვაც შევლენ. "უსაფრთხო" ქვეყნად ცნობა გულისხმობს, რომ თავშესაფრის მაძიებლებს მოუწევთ ბევრად მყარი მიზეზის წარმოდგენა, თუ რატომაა რთული მათთვის თავიანთ სამშობლოში ყოფნა; ხოლო მათ, ვისაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მიღებაზე, დაჩქარებულად მოუწევთ უკან დაბრუნება. შედეგად, ამით დეპორტაციის პროცედურები ჩქარდება. 

ამჟამად გერმანიის მიერ "უსაფრთხო" ქვეყნების სიაში შედიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, განა, სენეგალი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სერბეთი, ალბანეთი, კოსოვო, მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია. მალე სიას ოფიციალურად დაემატებინა მოლდოვა და საქართველო. 

მერცის განცხადებით, უსაფრთხო ქვეყნების სია კიდევ უფრო მეტად უნდა გაფართოვდეს და მასში გერმანიამ დამატებით უნდა შეიყვანოს ტუნისი, მაროკო, ალჟირი და ინდოეთი. 

"ჩვენ უზრუნველვყოფთ თავშესაფრით, ჩვენ ვეხმარებით მთელი მსოფლიოდან მომავალ ადამიანებს, რომელთაც დევნიან, თუმცა ჩვენ საკუთარ თავს ვერ გადავაჭარბებთ. არსებობს ჩვენი შესაძლებლობების ლიმიტები, რომელსაც ამჟამად უკვე ვაჭარბებთ" - განაცხადა კონსერვატიული ოპოზიციური პარტიის ლიდერმა.