ელექტრონული ხელმოწერებისა და დოკუმენტბრუნვის ქართულმა პლატფორმა Signify-მ, საერთაშორისო დაჯილდოებაზე Global Banking & Finance Awards 2026, ორი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. კომპანია საუკეთესოდ დასახელდა შემდეგ ნომინაციებში: Best Digital Transformation for CX Operations და Excellence in Innovation - Digital Signature Solution.


აღნიშნული ჯილდოები კომპანიამ ბიზნესპროცესების გამარტივებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის მიიღო. Signify-ს მთავარი უპირატესობა ისაა, რომ იგი მხოლოდ ხელმოწერის პროცესს კი არ აციფრულებს, არამედ სრულად მოიცავს დოკუმენტბრუნვის ყველა ეტაპს - ფაილის შექმნიდან დაწყებული, მისი უსაფრთხოდ შენახვით დასრულებული.
„ჩვენ Signify ერთი ოდნავ არაპოპულარული მოსაზრების საფუძველზე შევქმენით, რომ როცა საქმე დოკუმენტებს ეხება, ხელმოწერა ყველაზე მარტივი ნაწილია. ბიზნესისთვის გაცილებით დიდი გამოწვევაა ყველაფერი ის, რაც ხელმოწერის პროცესს თან ახლავს: სწორი ვერსიის ძიება, საჭირო ადამიანების შესაბამისი თანმიმდევრობით ჩართვა და ექვსი თვის შემდეგ დაკარგული ფაილის პოვნა. სხვა პროდუქტების უმეტესობა მხოლოდ „კალამს“ აციფრულებს, დანარჩენს უცვლელად ტოვებს. ჩვენ მთლიანი პროცესი დავფარეთ. ხუთი წლისა და 2,000-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციის შემდეგ, მიღებული ჯილდოები და აღიარება მოწმობს, რომ ეს ფსონი გამართლდა,“ აღნიშნავს Signify Georgia-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად წოწკოლაური.
Signify-ის დახმარებით ტრადიციული პროცესი, როდესაც დოკუმენტი იქმნება Word-ში, იგზავნება ელფოსტით, იბეჭდება, შემდეგ კი სკანირდება და ხშირად არქივებში იკარგება - უკვე წარსულს ბარდება. Signify-მ ეს რთული ჯაჭვი ერთიან, უწყვეტ პროცესად აქცია. გარდა დროის დაზოგვისა, სისტემაში არსებული მონაცემების ავტომატური შევსების ფუნქცია მინიმუმამდე ამცირებს ადამიანურ შეცდომებს, როგორიცაა არასწორად მითითებული თარიღები, სახელები თუ საბანკო რეკვიზიტები.
Global Banking & Finance Review ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ფინანსური გამოცემაა, რომელიც აშუქებს გლობალურ ეკონომიკურ, საბანკო და ტექნოლოგიურ სიახლეებს. გამოცემის ყოველწლიური დაჯილდოება მსოფლიოს მასშტაბით გამოავლენს და აღიარებს იმ კომპანიებს, რომლებიც საკუთარ სფეროში გამოირჩევიან ინოვაციებით, პროგრესული სტრატეგიითა და მაღალი სტანდარტებით. შესაბამისად, ამ პლატფორმაზე გამარჯვება კომპანიის გლობალურ კონკურენტუნარიანობას უსვამს ხაზს.
.jpg)