LIVE

ოჯახების დიდმა ნაწილმა ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და საკვებზე ხარჯვას მოუკლო

06 ოქტ 202617:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 25
ოჯახების დიდმა ნაწილმა ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და საკვებზე ხარჯვას მოუკლო

ბოლო სამ თვეში, ქართული ოჯახების ნახევარმა დანახარჯები პირველადი მოხმარების კატეგორიებში შეამცირა.

უფრო კონკრეტულად, CRRC-ის გამოკითხვა მოწმობს, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (51%) ბოლო სამ თვეში მოუკლო ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე ხარჯვას, ხოლო 47%-მა - საკვებზე დანახარჯები შეამცირა. ამასთან, საწვავის გაძვირების ფონზე, 29% ამბობს რომ ტრანსპორტირებაზე ხარჯი შეკვეცა. გამოკითხულთა 41 პროცენტი კი აცხადებს, რომ თავის მოვლის ხარჯები შეამცირა. 

ამასთან, მსხვილი საოჯახო შენაძენების გაკეთებისას მოსახლეობის დიდი ნაწილი სიფრთხილეს იჩენს. კითხვაზე, რამდენად შესაფერისი დროა ახლა ტექნიკისა და ავეჯის შესაძენად, მომხმარებლების 35% ამბობს, რომ არ არის შესაფერისი დრო, ხოლო 37% ამბობს, რომ ნაწილობრივ შესაფერისი დროა, ნაწილობრივ - არა. იმ ადამიანების წილი კი, ვინც ამბობს, რომ ახლა მსხვილი საოჯახო შენაძენისთვის შესაფერისი დროა, მხოლოდ 12 პროცენტია. 

საინტერესოა ისიც, რომ გამოკითხული ოჯახების ოჯახების 62 პროცენტს, ანუ უმეტესობას ბოლო სამ თვეში არც მოულოდნელი ხარჯი ჰქონია და არც შემოსავალი დაუკარგავს.