LIVE

"თბილღვინო": რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას ვაჩერებთ

04 აპრ 202214:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 804
"თბილღვინო": რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას ვაჩერებთ

ღვინის ქართული კომპანია "თბილღვინო" რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს აჩერებს. 

„კომპანიამ  მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, შეაჩეროს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა. 2006 წლის ემბარგოს შემდეგ, ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი, რუსული ბაზრის წილის შემცირება და დივერსიფიცირება იყო. კომპანია მიმართულია ახალი ბაზრების ათვისებასა და ქართული ღვინის პოპულარიზებაზე ევროპაში, ამერიკასა და აზიაში.

"თბილღვინო" მუდმივ კონტაქტზეა უკრაინელ პარტნიორებთან, რათა მოვისმინოთ ის ჰუმანიტარული საჭიროებები, რომელთა გადაჭრაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. ომის პირველივე კვირაში გავაგზავნეთ ჰუმანიტარული ტვირთი ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან და ვაგრძელებთ სხვადასხვა აქტივობას უკრაინელი ხალხის დასახმარებლად“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის და საბრენდო სპირტის ძირითადი გასაღების ბაზარი, გასული წლის მსგავსად, წელსაც რუსეთია. ღვინის ექსპორტის 61% სწორედ რუსეთზე მოდის.