LIVE

„სარაჯიშვილმა“ რუსეთში ექსპორტი შეაჩერა და ალტერნატივას ეძებს

08 აპრ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1434
„სარაჯიშვილმა“ რუსეთში ექსპორტი შეაჩერა და ალტერნატივას ეძებს

კომპანია  „სარაჯიშვილმა“ რუსეთში ექსპორტი შეაჩერა და ალტერნატიული ბაზრების ძიებაშია. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიაში განუცხადევს, თებერვლის შემდეგ რუსეთში პროდუქცია აღარ იგზავნება.

„რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში გართულებული ლოჯისტიკის და კიდევ სხვა პრობლემების გამო, რუსეთში ექსპორტი შევაჩერეთ. აქტიურად ვმუშაობთ ალტერნატივის მოძიებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ექსპორტის დაახლოებით 20%, სწორედ რუსეთზე მოდიოდა. იმედი გვაქვს, რომ წელს რუსული ბაზრის 10%-ით ჩანაცვლებას მაინც შევძლებთ“,- განაცხადა კომპანიის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვაშალომიძე.

ვაშალომიძის განმარტებით „სარაჯიშვილი“ რუსეთის ბაზარზე 5 დასახელების ბრენდით იყო წარმოდგენილი. კომპანიაში უჭირთ დაკონკრეტება დაბრუნდებიან თუ არა რუსეთის ბაზარზე სამომავლოდ.