LIVE

უკრაინაში ომის გამო Nike რუსეთის ბაზარს სრულად ტოვებს

23 ივნ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 449
უკრაინაში ომის გამო Nike რუსეთის ბაზარს სრულად ტოვებს
Bloomberg

მარტში ოპერაციების შეჩერების შემდეგ, Nike რუსეთის ბაზარს სრულად ტოვებს.

მსოფლიოს უმსხვილესმა სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა რუსეთში გაყიდვები მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინაში ქვეყნის შეჭრის შემდეგ შეაჩერა. კომპანიამ მომხმარებლებს განუცხადა, რომ არ შეეძლო პროდუქციის გარანტირებულად მიწოდება. რუსეთში მას 100-ზე მეტი მაღაზია ჰქონდა.

“ჩვენი პრიორიტეტია უზრუნველვყოთ თანამშრომლების სრული მხარდაჭერა, ვიდრე პასუხისმგებლობით შევამცირებთ ოპერაციებს უახლოეს თვეებში”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მაისში Nike-მა განაცხადა, რომ არ განაახლებს ხელშეკრულებას უმსხვილეს რუსულ საცალო ფრენჩაიზთან, რომელიც მართავს Nike-ის ათეულ მაღაზიას და არ აიღებს ახალ ბიზნეს ვალდებულებებს.

Nike-ის პროდუქცია რუსეთში აღარ იყიდება. 2021 წელს გაყიდვებიდან შემოსავალმა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში $11,5 მილიარდი, ანუ მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 26% შეადგინა.

მარტში ფინანსურმა დირექტორმა მეტ ფრენდმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინაზე Nike-ის მთლიანი გაყიდვების 1%-ზე ნაკლები მოდიოდა. 

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 1000-მდე კომპანიამ რუსულ ბაზარზე ოპერაციების შეზღუდვის შესახებ განაცხადა. მათ შორის McDonald's-მა, Starbucks-მა, Nokia-მ, LG Electronics-მა, Bridgestone-მა და სხვებმა.

რუსეთი ამზადებს ახალ კანონს, რომელიც საშუალებას მისცემს, აიღოს კონტროლი დასავლური კომპანიების ადგილობრივ ბიზნესებზე, რომლებმაც უკრაინაში ომის გამო ბაზრის დატოვება გადაწყვიტეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კიმ ბასინი