LIVE

McDonald's რუსეთში 850 რესტორანს დროებით ხურავს

08 მარ 202222:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 996
McDonald's რუსეთში 850 რესტორანს დროებით ხურავს

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ McDonald's რუსეთში 850 რესტორანს დროებით ხურავს. კომპანიამ გადაწყვეტილება უკვე გააცნო თანამშრომლებს.

McDonald’s-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კემპჩინსმა თანამშრომლებისთვის მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ რუსეთში დასაქმებული 62 000 თანამშრომელი ხელფასს კვლავ მიიღებს და ახლა რესტორნების დახურვა სწორი ნაბიჯია. ის ვერ აკონკრეტებს, როდის განახლდება რესტორნების მუშაობა.

"რესტორნების დახურვის გადაწყვეტილება საკმაოდ რთულია, თუმცა ჩვენ ვერ გავუკეთებთ იგნორირებას უკრაინაში ადამიანების ტანჯვას",- აცხადებს კრის კემპჩინსი.

McDonald’s-მა ასევე დროებით დახურა 108 რესტორანი უკრაინაში და აგრძელებს თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდას. კომპანიის განცხადებით, რუსეთის და უკრაინის ბაზრები ჯამურად კომპანიის წლიური შემოსავლების 9%-ს აგენერირებდნენ, რაც დაახლოებით $2 მილიარდია, შესაბამისად დახურვა კომპანიას დიდ ფინანსურ ზარალს მოუტანს. 

ამერიკული კომპანია Yum Brands-ი, რომელიც ფლობს სწრაფი კვების რესტორნებს KFC-სა და Pizza Hut-ს, რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია