LIVE

Amadeo-ს პლატფორმაზე Signify-ს ციფრული ხელმოწერების ინტეგრაცია დასრულდა

14 აგვ 202612:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 31
Amadeo-ს პლატფორმაზე Signify-ს ციფრული ხელმოწერების ინტეგრაცია დასრულდა

Amadeo-ს მომხმარებლები ამიერიდან  ფინანსურ დოკუმენტებს პირდაპირ სისტემიდან, ავტომატურად დააგენერირებენ და ციფრული ხელმოწერით გააფორმებენ. 

ფინანსური ანალიტიკისა და ბიზნეს-რეპორტინგის პლატფორმა Amadeo, საოპერაციო ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საკუთარ ეკოსისტემაში Signify-ს ციფრული ხელმოწერების ფუნქციონალს ნერგავს. ეს ინტეგრაცია საშუალებას იძლევა, ბუღალტრული გატარებებიდან ავტომატურად გენერირებული დოკუმენტები მომენტალურად გაიგზავნოს ხელმოსაწერად. ეს ინტეგრაცია რადიკალურად ცვლის ბუღალტრულ დოკუმენტბრუნვას, ფინანსური ოპერაცია და მისი სამართლებრივი დადასტურება ერთიან ციფრულ სივრცეში ერთიანდება.

„ჩვენი მიზანია, ბუღალტრული გატარება და დოკუმენტის გაფორმება აღარ იყოს ორი განცალკევებული, დამღლელი პროცესი. Signify-თან პარტნიორობით, ჩვენ შევქმენით ერთიანი ჯაჭვი, სადაც ფინანსური მონაცემი ავტომატურად იქცევა სამართლებრივი ძალის მქონე ციფრულ დოკუმენტად. ეს არის ლოგიკური ნაბიჯი Amadeo-სთვის, მონაცემებიდან რეალურ ქმედებებამდე,“ - აღნიშნავს Amadeo-ს წარმომადგენელი.

Signify-ზე, როგორც ტექნოლოგიურ პარტნიორზე, არჩევანი რამდენიმე ფაქტორის საფუძველზე გაკეთდა. პრიორიტეტული იყო ციფრული ხელმოწერის პროცესში მონაცემთა დაცვის მაღალი ხარისხი და საქართველოს კანონმდებლობასთან სრული სამართლებრივი შესაბამისობა. ასევე, გადამწყვეტი როლი ითამაშა Signify-ს API-ის მოქნილობამ, რამაც Amadeo-ს მომხმარებლისთვის შექმნა კომფორტული გამოცდილება. მათ დოკუმენტის გასაგზავნად დამატებით სისტემებში გადასვლა აღარ სჭირდებათ. გარდა ამისა, Signify-ს სწრაფი განვითარების ტემპი და UX სიმარტივე სრულად პასუხობს Amadeo-ს ხედვას თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის შესახებ.

ინტეგრაცია სრულად ცვლის ბუღალტრის ყოველდღიურობას. ადრე შედარების აქტების ან მიღება-ჩაბარებების მომზადება, მათი მეილზე გადაგზავნა დიდ დროსა და ადმინისტრაციულ რესურსს მოითხოვდა. ახალი პროცესის ფარგლებში, Amadeo-ში არსებული გატარებების საფუძველზე, სისტემა თავად ავსებს კონტრაგენტის მონაცემებსა და თანხებს. დოკუმენტების ავტომატური გენერირების ფუნქციონალით კი ბუღალტერს შეუძლია ასობით დოკუმენტი რამდენიმე დაწკაპებით შექმნას და გააგზავნოს Signify-ს მეშვეობით. ხელმოწერილი დოკუმენტი ავტომატურად ბრუნდება Amadeo-ში და ებმება შესაბამის ბუღალტრულ ოპერაციას, რამაც უკვე გამოიწვია პროცესის 80%-ით დაჩქარება. 

Amadeo არის თანამედროვე ფინანსური ანალიტიკის პლატფორმა, რომელიც კომპანიებს ბუღალტრული მონაცემების მენეჯერულ გადაწყვეტილებებად გარდაქმნაში ეხმარება. პლატფორმა აერთიანებს რეალურ დროში Cash Flow და P&L ანალიზს, AI ასისტენტს (MAIA), KPI-ებისა მართვის, ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის ავტომატიზაციას. Amadeo-სა და Signify-ს პარტნიორობა საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ახალ სტანდარტს აწესებს. დოკუმენტებზე ხელმოწერა აღარ არის მხოლოდ ფორმალობა, ეს არის ბიზნესის სანდოობისა და სისწრაფის გარანტი.

Signify - დოკუმენტების მართვის ციფრული პლატფორმაა, რომელის საშუალებითაც კომპანიები ყოველთვიურად 1.5 მლნ-მდე იურიდიულ დოკუმენტს აგენერირებენ და მართავენ.

(R)