Starbucks რუსეთს სრულად ტოვებს. უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, მარტში ქსელის 130-ვე მაღაზიამ ქვეყანაში მუშაობა დროებით შეაჩერა. დღევანდელი გადაწყვეტილებით კი Starbucks ოპერირებას წყვეტს.
კომპანია 2000 თანამშრომელს ხელფასს ექვსი თვის განმავლობაში გადაუხდის და მათ სხვა სამსახურში გადასვლაში დაეხმარება. ამის შესახებ Starbucks-მა თანამშრომლებს დღეს აცნობა.
"ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინაზე უსამართლო და შემზარავ თავდასხმებს და ვწუხვართ ყველა დაზარალებულის გამო. ეს შეჭრა და ჰუმანიტარული გავლენა დამღუპველია და ქმნის ტალღოვან ეფექტს, რომელიც მთელ მსოფლიოში იგრძნობა", - წერდა Starbucks-ის მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორი კევინ ჯონსონი.
24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მსხვილმა კორპორაციებმა აგრესორი ქვეყნის ბაზარი დატოვეს. მიმდინარე თვეში McDonald’s-მა რუსეთი საბოლოოდა დატოვა და თავისი ბიზნესი ადგილობრივ ბიზნესმენს მიჰყიდა.
იელის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი სიის მიხედვით, თითქმის 1000-მა კომპანიამ საჯაროდ გამოაცხადა, რომ ისინი ნებაყოფლობით ამცირებენ რუსეთში ოპერაციებს. მათგან ნაწილმა ქვეყნის ბაზარი სამუდამოდ დატოვა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაქს აბელსონი