LIVE

საბურავების იაპონური მწარმოებელი Bridgestone რუსეთის ბაზარს ტოვებს

14 მარ 202215:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1094
საბურავების იაპონური მწარმოებელი Bridgestone რუსეთის ბაზარს ტოვებს

Bridgestone-ი რუსეთში წარმოებას აჩერებს. საბურავების უმსხვილესი მწარმოებელი იაპონური კომპანია ასევე აჩერებს ინვესტირებას და პროდუქციის მიწოდებას რუსეთის ბაზარზე.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევაჩეროთ საქმიანობა რუსეთში. გადაწყვეტილება ძალაში მომდევნო პარასკევს, 18 მარტს, აუცილებელი მოსამზადებელი ღონისძიებების შემდეგ შევა. კომპანიამ ასევე გადაწყვიტა გაყინოს ნებისმიერი ახალი ინვესტიცია და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ექსპორტი რუსეთში“,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, საწარმოო პროცესი შეჩერების პარალელურად, გაგრძელდება იმ ათასამდე თანამშრომლის ხელფასით უზრუნველყოფა, რომლებიც ქალაქ ულიანოვსკში მდებარე ქარხანაში საქმიანობდნენ.

კომპანიაში იმედი გამოთქვეს, რომ რუსეთის ფარგლებს გარეთ Bridgestone-ს საქმიანობა სტაბილურად, შეფერხებების გარეშე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ბაზარი არაერთმა იაპონურმა და დასავლურმა კომპანიამ დატოვა.