LIVE

ივლისში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა

22 აგვ 202612:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 30
ივლისში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა

ეროვნული ბანკის გამოკითხვის თანახმად, ივლისში იმატა იმ რესპონდენტთა წილმა, ვინც მომდევნო ერთ წელში ფასების ცვლილებას 6-8%-ის ინტერვალში ელის. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რიცხვი, რომლებიც ფასების მატებას 4-6%-ის ინტერვალში მოიაზრებენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივნისთან შედარებით, ივლისში უფრო ნაკლები გამოკითხული ელის მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების მატებას 8%-ზე მეტად და 2%-4%-ის ინტერვალში, თუმცა გაიზარდა იმ რესპონდენტთა რიცხვი, ვინც ფასების ზრდას 4%-6%-ისა და 6%-8%-ის ინტერვალში მოიაზრებენ.

საერთო ჯამში ყველაზე მეტი გამოკითხული ელის, რომ მომდევნო ერთ წელში ფასები 4-6%-ის დიაპაზონში გაიზრდება, ხოლო მომდევნო სამ წელში - 8%-ზე მეტად.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში მომატებულია. კერძოდ, იმ მონაწილეთა რაოდენობამ, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად და 4%-6%-ის ინტერვალში ფიქრობენ, მოიმატა. თუმცა, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების უცვლელობას და 2-4%-ის ფარგლებში ცვლილებას მოელიან.