
ფინური 5G მოწყობილობების მწარმოებელი Nokia, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის ბაზრიდან გასვლას გეგმავს.
კომპანიის განცხადების თანახმად, Nokia-მ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთში მიწოდება და ბიზნესის წარმოება შეაჩერა. ის ასევე რუსეთისგან დისტანცირდება კვლევითი აქტივობების მიმართულებითაც. Nokia-ს გადაწყვეტილება მოსდევს შვედი კონკურენტი Ericsson-ის განცხადებას, რომელმაც ბიზნესი რუსეთში განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
It has been clear for @Nokia since the early days of the invasion that continuing our presence in Russia would not be possible. We can now announce we will exit the Russian market. https://t.co/ohpLGroF39
— Pekka Lundmark (@PekkaLundmark) April 12, 2022
Nokia-ს ქვეყანაში 2000 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ზოგიერთ მათგანს რუსეთის ფარგლებს გარეთ რელოკაციას შესთავაზებს.
რუსული ბაზრის დატოვებით Nokia და Ericsson-ი ბაზარს ჩინურ კონკურენტებს, Huawei-სა და ZTE-ს უთმობენ. კომპანიებმა უკვე გააფორმეს კონტრაქტები უმსხვილესი ოპერატორებისთვის მეხუთე თაობის ქსელების მიწოდების შესახებ.
თუმცა, Nokia-მ განაცხადა, რომ რუსეთში ოპერაციების შეწყვეტის პარალელურად, ის მიზნად ისახავს უზრუნველყოს ქსელების ტექნიკური მხარდაჭერა ოპერატორებისთვის, მათ შორის MTS-ის, Vimpelcom-ის, Megafon-ის და Tele2-ისთვის. კომპანია განაცხადს შეიტანს შესაბამისი ლიცენზიებისთვის, რათა მიმდინარე სანქციების შესაბამისად გააგრძელოს ოპერირება.
"ინფორმაციის უწყვეტი ნაკადის და ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფა, რომელიც რუს ხალხს გარე პერსპექტივებზე წვდომას აძლევს ყველაზე პასუხისმგებლიანი მოქმედების გზაა“,- განაცხადა ტელეკომუნიკაციების აღჭურვილობის ფინურმა მწარმოებელმა.
Nokia პირველ კვარტალში მიწოდების $109 მილიონის ჯავშანს ელოდება. სხვა რეგიონებში ძლიერი მოთხოვნის გათვალისწინებით, Nokia-მ განაცხადა, რომ რუსეთში ოპერაციების შეჩერების გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს მის უნარზე, შეასრულოს 2022 წლის პროგნოზი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტომას სილი