LIVE

არ გავაუქმებ - თურნავა სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებაზე

06 დეკ 202314:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 313
არ გავაუქმებ - თურნავა სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებაზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ამბობს, რომ სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებას არ გააუქმებს.

თურნავას განცხადებით, ფაქტი, რომ სანქციების აღსრულების წესი, უფრო მეტად ქართულ კანონმდებლობასთანაა შესაბამისობაში, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ რისკებს ამცირებს.

„საქართველოს საფინანსო სისტემა სრულად მიჰყვება საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც დაწესებულია აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. სანქციის გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი ჩვენს საფინანსო სისტემაში არ გამოვლენილა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს საზედამხედველო ფუნქციას ზედმიწევნით ვასრულებთ და საფინანსო სექტორიც სანქციების ერთგულია.

რაც შეეხება იმას, რომ სანქციების აღსრულების წესი, რომელიც ეროვნული ბანკის მიერაა დამტკიცებული, უფრო მეტად ადგილობრივ კანონმდებლობასთანაა შესაბამისობაში, ეს პირიქით, ამცირებს სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ რისკებს, რადგან მათ შორის ამცირებს სასამართლოს გზით მოდავების რისკებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.  

ინფორმაციისთვის, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, აღარ ვრცელდება სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. აღსანიშნავია, რომ სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა

ნათია თურნავას მიერ სანქციების შესრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკისა და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება, სებ-ის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო. თანამდებობები დატოვეს ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ, სებ-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმა და სებ-ის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ქუსიკაშვილმა.