LIVE

ეროვნულ ბანკს ნიკოლოზ გაგუაც ტოვებს

20 სექ 202317:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 402
ეროვნულ ბანკს ნიკოლოზ გაგუაც ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკს ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუაც ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია გაგუამ "ბიზნეს ფორმულას" დაუდასტურა.

მისი თქმით, პოსტს ოფიციალურად კანონით გათვალისწინებულ ვადაში, ორი თვის შემდეგ დატოვებს. 

დღეს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებმა, პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა გაავრცელეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკს პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც ტოვებს.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, აღარ ვრცელდება სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. 

აღსანიშნავია, რომ სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა.