საქართველოს ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "ბიზნეს ფორმულას" სებ-ში დაუდასტურეს.
"როცა არსებობს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება," - დაწერა გვანცა ცქიტიშვილმა სოციალურ ქსელში.
გასულ კვირას ნათია თურნავას მიერ სანქციების შესრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკისა და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება, სებ-ის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ, ნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო. ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც ტოვებს.