LIVE

ეროვნულ ბანკს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელიც ტოვებს

10 ოქტ 202311:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 359
ეროვნულ ბანკს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელიც ტოვებს

საქართველოს ეროვნულ ბანკს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ქუსიკაშვილი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია ქუსიკაშვილმა „ფორმულას“ თავად დაუდასტურა.

„ვადასტურებ და დანარჩენზე კომენტარს არ გავაკეთებ“, - განაცხადა თამარ ქუსიკაშვილმა.

ეროვნული ბანკიდან კადრების გადინება მას შემდეგ დაიწყო, რაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. 

აღსანიშნავია, რომ სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილ გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ შეიტანა. 

ნათია თურნავას მიერ სანქციების შესრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკისა და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება, სებ-ის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო. თანამდებობები დატოვეს ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ და სებ-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმა.