LIVE

ეროვნულ ბანკს არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს

20 სექ 202313:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 654
ეროვნულ ბანკს არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს

ეროვნულ ბანკს კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი ტოვებს. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

"მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემს თანამდებობას", - წერს მესტვირიშვილი.

ცოტა ხნის წინ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ გამოაქვეყნა.  

პაპუნა ლეჟავას განცხადებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ბრიფინგზე გამოეხმაურა და თქვა, რომ როცა საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კონსტიტუციის აღსრულებას და მასთან შესაბამისობას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. 

თურნავას თქმით, მისთვის უცნობია, მიიღებენ თუ არა მსგავს გადაწყვეტილებას საბჭოს სხვა წევრები. 

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, აღარ ვრცელდება სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. 

აღსანიშნავია, რომ სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა