ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.
ინფორმაცია ბრიფინგზე დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც.
ცოტა ხნის წინ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებმა, პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმაც გააკეთეს.
19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, აღარ ვრცელდება სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი.
აღსანიშნავია, რომ სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა.