LIVE

თურქეთმა რეფინანსირების განაკვეთი 35%-მდე გაზარდა

26 ოქტ 202316:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 440
თურქეთმა რეფინანსირების განაკვეთი 35%-მდე გაზარდა

თურქეთმა რეფინანსირების განაკვეთი 5 პროცენტული პუნქტით, 30%-დან 35%-მდე, გაზარდაგანაკვეთის ასეთი ზრდა ეკონომისტების მოლოდინს შეესაბამება. 

ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იქამდე გაგრძელდება, სანამ ინფლაციის მაჩვენებელი საგრძნობლად არ შემცირდება.   

გასულ თვეში ინფლაციამ 61,35% შეადგინა.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკა მიმდინარე წლის ზაფხულში შეცვალა. იქამდე ის არაორდინალურ პოლიტიკას აწარმოებდა და ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, რეფინანსირების განაკვეთს ამცირებდა. 

თურქეთის დაბალი განაკვეთების პოლიტიკა მას შემდეგ დასრულდა, რაც პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ ერდოღანმა ახალი ეკონომიკური მმართველობა - ფინანსთა მინისტრად მეჰმეთ სიმსეკი, ხოლო ცენტრალური ბანკის დირექტორად კი, ჰაფიზე გაიე ერკანი აირჩია. 

დღევანდელი გადაწყვეტილების ჩათვლით, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უკვე ხუთჯერ გაზარდა: პირველად ივნისში, 8.5%-დან 15%-მდე; მეორედ ივლისში, 15%-დან 17.5%-მდე; მესამედ აგვისტოში, 17.5%-დან 25%-მდე; მეოთხედ კი - სექტემბერში, 25%-დან 30%-მდე.