LIVE

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 17.5%-მდე გაზარდა

20 ივლ 202315:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 404
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 17.5%-მდე გაზარდა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 17.5%-მდე გაზარდა. აღნიშნული ზრდა მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა; კერძოდ, ვარაუდობდნენ, რომ რეფინანსირების განაკვეთი 20%-მდე გაიზრდებოდა

თურქეთის ცენტრალური ბანკისთვის მთავარი გამოწვევა ლირას კურსია, რომელიც უკვე რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. უახლესი მონაცემებით, 1 დოლარი 26.92 ლირა ღირს. მხოლოდ მიმდინარე წელს ლირამ თავისი ღირებულების 30% დაკარგა. 

ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი პირველად ივნისში, 8.5%-დან 15%-მდე გაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ბოლოდან თურქეთი ეტაპობრივად ამცირებდა რეფინანსირების განაკვეთს. 2021 წლის ბოლოს განაკვეთი 19%-დან 8.5%-მდე შემცირდა. სწორედ ამის გამო, თურქეთში ინფლაციამ 2022 წლის ბოლოს 80%-ს გადააჭარბა. 

ტრადიციულად, ინფლაციის შესამცირებლად ცენტრალური ბანკები რეფინანსირების განაკვეთს ზრდიან. მიუხედავად ამისა, ერდოღანის პოლიტიკა წლების განმავლობაში საპირისპირო იყო. 

არჩევნებში გამარჯვებისა და ახალი ეკონომიკური ჯგუფის დანიშვნის შემდეგ, თურქეთი ტრადიციულ ეკონომიკურ პოლიტიკას უბრუნდება, რომელიც ინფლაციის შესამცირებლად ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს.