LIVE

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 20-წლიან მაქსიმუმამდე გაზარდა

21 სექ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 343
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 20-წლიან მაქსიმუმამდე გაზარდა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 20-წლიან მაქსიმუმამდე გაზარდა. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ეკონომიკური პოლიტიკა რადიკალურად იცვლება. 

კერძოდ, მთავარი საპროცენტო განაკვეთი 25%-დან 30%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ბანკი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გამკაცრებას ვარაუდობს. 

ინფლაციის წნეხის გამო ერდოღანმა გადასახადები მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ ყოფილა სტაბილური ფასების მისაღწევად. 

"ივლისსა და აგვისტოში ინფლაცია მოსალოდნელზე მაღალი იყო," - აღნიშნულია ბანკის განცხადებაში. ცნობისთვის, ივლისში ინფლაციის მაჩვენებელი 48% იყო, ხოლო აგვისტოში - 58.9%.

თურქეთის დაბალი განაკვეთების პოლიტიკა მას შემდეგ დასრულდა, რაც პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ ერდოღანმა ახალი ეკონომიკური მმართველობა - ფინანსთა მინისტრად მეჰმეთ სიმსეკი, ხოლო ცენტრალური ბანკის დირექტორად კი, ჰაფიზე გაიე ერკანი აირჩია. 

წელს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უკვე ოთხჯერ გაზარდა: პირველად ივნისში, 8.5%-დან 15%-მდე; მეორედ ივლისში, 15%-დან 17.5%-მდე; მესამედ აგვისტოში, 17.5%-დან 25%-მდე; ხოლო მეოთხედ დღეს, 21 სექტემბერს, 25%-დან 30%-მდე.