LIVE

თურქეთში ინფლაცია 59%-მდე გაიზარდა

04 სექ 202315:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 363
თურქეთში ინფლაცია 59%-მდე გაიზარდა

თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელი უსწრაფესად გაიზარდა და აგვისტოში 58.9% შეადგინა. ჯერ კიდევ ივლისში ინფლაცია 48%-იან მაჩვენებელზე იყო.

აღნიშნული მდგომარეობა თურქეთის ცენტრალური ბანკისთვის ახალ გამოწვევას ქმნის, რადგან ფასები, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მიუხედავად, მაინც იზრდება.

საყურადღებოა ისიც, რომ ლირამ დოლართან მიმართებით წელს ღირებულების 30% დაკარგა. 

ფასების სტაბილურობა კი ერდოღანის პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევის შემდეგ დანიშნული ახალი ეკონომიკური ხელმძღვანელობის - ფინანსთა მინისტრ მეჰმეთ სიმსეკისა და ცენტრალური ბანკის დირექტორ ჰაფიზე გაიე ერკანის - მთავარ მიზნად იქცა. 

ლირას გამყარებისთვის თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა წელს რეფინანსირების განაკვეთი უკვე სამჯერ, ბოლოს 25%-მდე, გაზარდა.

მიუხედავად ამისა, Wall Street-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საჭიროა მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გამკაცრება. Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტების მედიანური პროგნოზის თანახმად, წლის ბოლოს თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელი 65%-ს მიაღწევს.