LIVE

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა

02 აგვ 202312:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 585
ეროვნულმა ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა. სებ ელის, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-მდე გაიზრდება.

„მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია და ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდა, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის გამო, შედარებით მაღალი იქნება, ინფლაციაზე დამატებითი წნეხი წარმოიქმნება“, - აცხადებენ სებ-ში.

ინფორმაციისთვის, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-ივნისის საშუალო რეალური ზრდა 7.6% იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.  

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალოდ 6%-ით ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზრდება. 4.5%-იან ზრდას ელის აზიის განვითარების ბანკი (ADB). Galt & Taggart-ის პროგნოზით კი, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 6.8%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.