Galt & Taggart-მა საქართველოს 2023 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით გაზარდა.
კვლევითი ორგანიზაციის შეფასებით, წელს ქვეყნის ეკონომიკის 6.8%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
„მშპ-ის დეფლატორის მოსალოდნელზე სწრაფი შემცირების და I კვარტლის დაზუსტებული მაჩვენებლის გათვალისწინებით, გავზარდეთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1 პპ-ით, 6.8%-მდე“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.
შეგახსენებთ, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდა 7.5% იყო.
საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5%-ზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდება. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით, წელს საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 4.5%-ით გაიზრდება. ასევე 4.5%-იან ზრდას ელის აზიის განვითარების ბანკი (ADB).