LIVE

რუსეთიდან მიგრანტების და კაპიტალის კლება - რა რისკებს ხედავს Fitch

17 ივლ 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 350
რუსეთიდან მიგრანტების და კაპიტალის კლება - რა რისკებს ხედავს Fitch

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე, მოლოდინი კი „პოზიტიურზე“ დატოვა.

Fitch-ის უახლეს ანგარიშში, რეიტინგის პოზიტიურ პერსპექტივაზე მოქმედ ფაქტორებს შორის სახელდება ინფლაციის შემცირება და ეკონომიკური ზრდა. რაც შეეხება ნეგატიურ ფაქტორებს, სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოში რუსეთიდან კაპიტალისა და მიგრანტების შემოდინების მკვეთრს კლებას არ ელის და მიიჩნევს, რომ პროცესი ეტაპობრივი იქნება, თუმცა ეს ფაქტორი მაინც რისკად რჩება.

აღსანიშნავია, რომ სააგენტომ საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.9%-მდე გაზარდა, თუმცა 2024-2025 წლებში ზრდის საშუალოდ 5%-მდე შენელებას ელის, რის მიზეზადაც მიგრანტების ნაკადისა და საგარეო მოთხოვნის კლებას ასახელებს.

გამოწვევებს შორის აღნიშნულია ისიც, რომ კვლავ გაურკვეველია მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიმდინარე წლის ბოლოს.

„მთავრობის მცდელობამ, დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან, ზოგიერთ დასავლელ პარტნიორთან დაძაბულობა შექმნა“, - წერს Fitch.