LIVE

Fitch-ის პროგნოზით, წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4.5%, ინფლაცია კი 5.2% იქნება

28 იან 202314:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 545
Fitch-ის პროგნოზით, წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4.5%, ინფლაცია კი 5.2% იქნება

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის განახლებული შეფასებით, წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდება და ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 4.5%-ით გაიზრდება. 

Fitch-ი გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის 10.3%-ით გაზრდას მიგრანტების ეფექტით გაზრდილ მოთხოვნას და ტურიზმიდან შემოსავლების პანდემიამდელ მაჩვენებელზე გადაჭარბებას უკავშირებს. სარეიტინგო კომპანიის თანახმად, წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას რუსეთიდან შემოდინებების კლება და სუსტი საგარეო მოთხოვნა გამოიწვევს. 

რაც შეეხება ინფლაციას, Fitch-ი ვარაუდობს, რომ 2023 წლის ბოლოს საქართველოში ინფლაციის ტემპი 5.2%-მდე შენელდება, რის მიზეზადაც დასახელებულია საბაზო ეფექტი, ვალუტის გამყარების გადაცემის დაგვიანებული ეფექტი, გლობალურად საქონლის ფასების შემცირება, ასევე მიგრაციული ნაკადის პიკის გადალახვის ფონზე ადგილობრივი მოთხოვნის ნორმალიზება. Fitch-ი 2024 წლის ბოლოს 3.9%-იან ინფლაციას პროგნოზირებს, თუმცა მიუთითებს, რომ რისკები კვლავ მაღალი რჩება.

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.