LIVE

ბრიტანელ მილიარდერს, ჯიმ რეტკლიფს Chelsea-ს ყიდვა სურს

30 აპრ 202220:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 922
ბრიტანელ მილიარდერს, ჯიმ რეტკლიფს Chelsea-ს ყიდვა სურს
Matthew Lloyd/Bloomberg

ბრიტანელი მილიარდერი ჯიმ რეტკლიფი კლუბ Chelsea-ს ყიდვის სურვილს ბოლო წუთს გამოთქვამს და მზადაა ამისთვის $4,25 მილიარდი ფუნტი ($5,3 მილიარდი) გადაიხადოს. 

რეტკლიფის ქიმიკატების კომპანია Ineos Group-ის განაცხადებით, შეთავაზება მოიცავს 2,5 მილიარდი ფუნტის ქველმოქმედებას და უშუალოდ კლუბში მომდევნო 10 წლის განმავლობაში 1,75 მილიარდი ფუნტის ინვესტიციას. 

რეტკლიფი, რომლის ქონებაც Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, თითქმის $11 მილიარდს შეადგენს, საფეხბურთო სამყაროში უცხო არ არის. მას განხორციელებული აქვს ინვესტიციები საფრანგეთის OGC Nice-სა და შვეიცარიის FC Lausanne-Sport-ში. 

Chelsea-ის გაყიდვა მსოფლიო სპორტში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და პოლიტიკურად დატვირთული გარიგებაა. 

საკითხში გარკვეული ადამიანების თქმით, კონსორციუმი, რომელსაც Guggenheim Partners-ის ყოფილი პრეზიდენტი და Los Angeles Dodgers-ის თანამფლობელი ტოდ ბოელი ხელმძღვანელობს, აპირებს კლუბის შეძენის ექსკლუზიურ მოლაპარაკებებში ჩაერთოს

Bloomberg-ის რესპონდენტების ინფორმაციით, ბოელის სატენდერო ჯგუფმა დაამარცხა კონკურენტები, მათ შორის ბრიტანელი ბიზნესმენი მარტინ ბროუტონი და Bain Capital-ის თანათავმჯდომარე სტივენ პაგლიუკა.

გავრცელებული ცნობით, კლუბის სასურველ პრეტენდენტად სწორედ ტოდ ბოელის კონსორციუმი დასახელდება.  

ბოელი, რომელიც მზადაა კლუბისთვის დაახლოებით 2,5 მილიარდი ფუნტი გადაიხადოს, Forbes-ის მიხედვით, $4,5 (3,5 მილიარდი ფუნტი) მილიარდს ფლობს. 

გასულ კვირას Chelsea-ს შეძენის სურვილი გამოთქვეს ფორმულა 1-ის მრბოლელმა ლუის ჰემილტონმა და ჩოგბურთის ვარსკვლავმა სერენა უილიამსმა. 

კლუბის სავარაუდო ფასი 2,5 მილიარდ ფუნტზე მეტია. 

თითქმის ორი ათწლეულის მფლობელობაში რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ასობით მილიონი ფუნტი დახარჯა, რათა Chelsea მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს გუნდად ექცია. ამ დროის განმავლობაში კლუბმა მოიგო 20-ზე მეტი ტიტული, მათ შორის გასული სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგა და რეგულარულად ახერხებდა სპორტის უდიდესი ვარსკვლავების მოზიდვას.

აბრამოვიჩმა გასული თვის დასაწყისში განაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბ Chelsea-ის ყიდის, თუმცა მის წინააღმდეგ დასავლურმა სანქციებმა მილიარდერის აქტივები გაყინული, ხოლო მისი საფეხბურთო კლუბის, Chelsea-ს მომავალი გაურკვეველი დატოვა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დევიდ ჰელიერი