LIVE

აბრამოვიჩი "ჩელსის" ყიდის

02 მარ 202222:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 1055
აბრამოვიჩი "ჩელსის" ყიდის

მილიარდერი რომან აბრამოვიჩი აცხადებს, რომ საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" ყიდის. 

"შექმნილ ვითარებაში მივიღე გადაწყვეტილება, გავყიდო კლუბი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის კლუბის, გულშემატკივრების, თანამშრომლების, ასევე სპონსორებისა და პარტნიორების საუკეთესო ინტერესებში",- წერს აბრამოვიჩი "ჩელსის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მილიარდერი ამბობს, კლუბი მისთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ბიზნესი და ფული. 

მისივე თქმით, გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს გადარიცხავს სპეციალურად შექმნილ საქველმოქმედო ფონდში, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის მსხვერპლებს დაეხმარება.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, აბრამოვიჩი კლუბს $4 მილიარდად ყიდის. 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აბრამოვიჩი კლუბზე კონტროლს სამეურვეო საბჭოს გადასცემდა. 

დღეს ბრიტანელმა დეპუტატმა, კრის ბრაიანტმა თქვა, რომ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ლონდონში ქონებას ყიდის.

“მას ეშინია სანქციების, რის გამოც, უკვე აპირებს გაყიდოს თავისი სახლი და ბინა”,- განაცხადა ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის წევრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის 100-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, აბრამოვიჩი ამ დრომდე სანქცირებულთა სიის მიღმაა. თუმცა, მილიარდერი მზარდი ზეწოლის ქვეშაა ქვეყნის პოლიტიკოსების მხრიდან.