LIVE

ბოლო 6 წელში თბილისში ახალი უძრავი ქონება 64%-ით გაძვირდა

23 ივლ 202612:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 65
ბოლო 6 წელში თბილისში ახალი უძრავი ქონება 64%-ით გაძვირდა

მეორე კვარტლის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი მოწმობს, რომ თბილისის ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ფასები 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, 63.8 პროცენტით არის გაზრდილი. აქედან ბინები 61 პროცენტით არის გაძვირებული, ხოლო კერძო სახლები - 68 პროცენტით.

უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან 1 პროცენტამდეა, ხოლო წლიურად თითქმის 5%-ით არის გაძვირებული.

მეორე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებელი ბინების სეგმენტში ერთი კვადრატული მეტრი მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • მთაწმინდა - ₾6 730
  • ვაკე - ₾5 914
  • კრწანისი - ₾4 630
  • საბურთალო - ₾4 307
  • დიდუბე - ₾4 184
  • ისანი - ₾4 088
  • ჩუღურეთი - ₾4 064
  • ნაძალადევი - ₾4 038
  • გლდანი - ₾3 867
  • სამგორი - ₾3 680