HR მართვის სისტემა Onday პირველი ქართული პლატფორმაა, რომელმაც საკუთარ სისტემაში Signify-ს ციფრული ხელმოწერების ფუნქციონალი დააინტეგრირა. ამ პარტნიორობის მთავარი მიზანი HR ადმინისტრირების სრული გაციფრულება და იმ ბოლო ბარიერის მოხსნაა, რაც აქამდე შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას ახლდა.
Onday-ს სისტემაში უკვე არსებული დოკუმენტბრუნვის მოდული მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, პირდაპირ სოფტში დააინიცირონ სხვადასხვა ტიპის განცხადებები თუ ბრძანებები. ეს დოკუმენტები სისტემაშივე გადის დადასტურების ეტაპებს და ავტომატურად ასახავს შესაბამის ოპერაციებს (მაგალითად, ტაბელების წარმოებისას). თუმცა, შრომითი ხელშეკრულებების იურიდიულად ვალიდური დადასტურებისთვის, Onday-მ სწორედ Signify-ის ტექნოლოგია გამოიყენა.
ინტეგრაციის შედეგად, HR გუნდის წარმომადგენელი ხელშეკრულების მომზადებას, ხელმოწერაზე გაგზავნასა და მის დადასტურებას Onday-ს პლატფორმიდან გაუსვლელად ახორციელებს. დოკუმენტი იქმნება Onday-ს დოკუმენტბრუნვის მოდულში და ხელისმოწერა ხდება Signify-ის საშუალებით.
„Signify-სთან ინტეგრაციით ჩვენ HR პროცესებში არსებული ბოლო 'არაციფრული' რგოლი ამოვავსეთ. Onday-ს მომხმარებლებისთვის ეს ნიშნავს, რომ შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მისაღებად აღარ არის საჭირო თანამშრომლის ფიზიკური ყოფნა ოფისში პროცესი, რომელიც ადრე დღეებს მოითხოვდა, ახლა რამდენიმე წამში სრულდება,“ -აღნიშნავენ Onday-ში.
ტექნოლოგიური პარტნიორის შერჩევისას პრიორიტეტული იყო უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი. Signify-ს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“. ეს უზრუნველყოფს, რომ Onday-ში დაგენერირებული და Signify-ით ხელმოწერილი ყოველი ხელშეკრულება დაცულია და აქვს სრული იურიდიული ძალა.
კომპანიების შესახებ:
Onday HR არის SaaS პლატფორმა, რომელიც კომპანიებს ადამიანური რესურსების მართვის სრულ ციკლს ერთ სისტემაში სთავაზობს. Onday-ში წარმოდგენილია ძირითადი HR მოდულები: HR ადმინისტრირება, დოკუმენტბრუნვა, დასწრების მართვა, სახელფასო მოდული, ბონუსის კალკულაცია, შერჩევა, შეფასება, ტრენინგები და დავალებების მართვა.
Signify - დოკუმენტების მართვის ციფრული პლატფორმაა, რომელის საშუალებითაც კომპანიები ყოველთვიურად 1.5 მლნ-მდე იურიდიულ დოკუმენტს აგენერირებენ და მართავენ.
(R)