ივნისში jobs.ge-ზე 7,801 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც წლიურად 6.8%-ით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით მხოლოდ 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
PMCG-ის დასაქმების თრექერის თანახმად, თვიურ ჭრილში, ვაკანსიები ყველაზე მეტად ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში გაიზარდა (+13.7%), ხოლო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორია ერთადერთია, სადაც კლება დაფიქსირდა (1.3%).
წლიურ ჭრილში კი, ვაკანსიების ყველაზე მკვეთრი ზრდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიას აქვს (+4.9%), ხოლო ყველაზე დიდი კლება — ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებას (-21.8%).
2026 წლის აპრილიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით jobs.ge-ზე გამოქვეყნდა 21,341 ვაკანსია, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ვაკანსიების კლებაში ყველაზე დიდი წვლილი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიამ შეიტანა.