ფორმულა 1-ის მრბოლელი ლუის ჰემილტონი და ჩოგბურთის ვარსკვლავი სერენა უილიამსი იმ ინვესტორებს შორის არიან, რომლებსაც Chelsea-ს შეძენის სურვილი აქვთ.
Sky News-ის ინფორმაციით, სპორტის ვარსკვლავები უერთდებიან British Airways-ის ყოფილი თავმჯდომარის მარტინ ბროუტონის წინადადებას და საფეხბურთო კლუბში თითოეული მათგანი 10 მილიონი ფუნტის ($13,1 მილიონი) ჩადებას გეგმავს.
Sky-ის თანახმად, თუ შეთავაზება წარმატებული იქნება, ჰემილტონი, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს Chelsea-ის მრავალფეროვნებას, თანასწორობასა და ინკლუზიას.
კლუბისთვის წინადადებებს ამჟამად Chelsea-ის მრჩევლები განიხილავენ. ისინი სასურველ პრეტენდენტებს კლუბის ხელმძღვანელობას წარუდგენენ.
კლუბის სავარაუდო ფასი 2,5 მილიარდ ფუნტზე მეტია. ბროუტონის კონსორციუმი ერთ-ერთია სამი ჯგუფიდან, რომელიც მის შესაძენად იბრძვის. კონსორციუმში ინვესტიციის ჩადებას არაერთი ბიზნესმენი აპირებს.
რუსმა მილიარდერმა, რომან აბრამოვიჩმა გასული თვის დასაწყისში განაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბ Chelsea-ის ყიდის, თუმცა მის წინააღმდეგ დასავლურმა სანქციებმა მილიარდერის აქტივები გაყინული, ხოლო მისი საფეხბურთო კლუბის, Chelsea-ს მომავალი გაურკვეველი დატოვა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჩარლზ კაპელი